თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის, ელენე ახვლედიანის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, ცურტაველის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, სოღანლუღის და ნიზამ განჯელის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, სამტრედიის, მირცხულავას, ალიოს, წყალტუბოს, ბაღის, რაფიელ აგლაძის, პროლეტარის, გუდაუთის და ტრანსპორტის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაკაბეთის, მესხეთის, თოლენჯის, ხარაბაძის, ყვარლის და ყარყარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.