რამდენით შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა? ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 66,5 მილიონი დოლარით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 24,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 78,7%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის პირველ კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 66,5 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 275,8 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, 239,8 მილიონი დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, 1,2 მილიონი დოლარით ფასების ცვლილების გამო და 29,3 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო.
საერთო მოცულობიდან 11,1 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ვალზე მოდის (მშპ-ის 35,5%), საიდანაც 8,5 მილიარდი დოლარი მთავრობის ვალია, 861,3 მილიონი დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებები, 459,6 მილიონი დოლარი და 1,2 მილიარდი დოლარი – სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,7 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 3 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,8% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2024 წლის 31 მარტის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,7 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 40,7%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,3 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,1%).