ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, მამაკაცი კი კლინიკაში გადაიყვანეს
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, პარაშუტის ჩამოვარდნა, რომელშიც ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.