თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

დამატებითი რეისები 5 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ივლისში, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები ადაინიშნა, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
დამატებითი რეისები 5 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დაინიშნა.
განრიგის მიხედვით, 5 ივლისიდან მატარებელი თბილისიდან ადგილობრივი დროით 06:30 საათზე გავა და ბათუმში 11:38 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 14:20 საათზე გავა და თბილისში 19:28 საათზე ჩამოვა.
გარდა ამისა, 6 ივლისიდან მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:30 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 05:38 საათზე ჩავა. მატარებელი ბათუმიდან 00:40 საათზე გამოვა და საქართველოს დედაქალაქში 05:41 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე, სწრაფი გადახდის აპარატებით, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში.