სტენინის ფოტოკონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

ონლაინ-კენჭისყრის გამარჯვებულს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფოტორეპორტიორების კონკურსის რუსულ და ინგლისურენოვან საიტებზე ონლაინ-ხმის მიცემა დაიწყო.
დღეიდან ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისი აზრით საუკეთესო ნამუშევარი იმ ფოტოებიდან, რომლებიც სტენინის სახელობის 2024 წლის კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა.
ხმის მისაცემად კონკურსის ვებგვერდზე უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი ფოტო ან ფოტოების სერია და დააჭიროთ მათ გვერდით არსებულ ღილაკს - რომელიმე სოციალურ ქსელში პირადი პროფილის ქონა აუცილებელი არ არის. ხმის მიცემა 31 ივლისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.
ონლაინ-კენჭისყრის გამარჯვებულს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ, ხოლო ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი კონკურსის დიპლომს მიიღებს.
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატი ალექსანდრ ოშეპკოვი - „ბავშვებს ეშინიათ, არადა თავად მამა ვარ"
ვინ მიიღებს სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს – გრან-პრის, და როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციებში, სექტემბერში გახდება ცნობილი.
კონკურსის გეგმებშია გამარჯვებულებისთვის ტრადიციული როუდ-შოუს მოწყობა მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის ჯაკომო დ'ორლანდოს (იტალია) ნამუშევარი - სიმბიოზი/ჩემი პლანეტა
კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები წელს იყვნენ: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, ტელეარხი და პორტალი RT, მედიაჰოლდინგი Independent Media, ახალი ამბების სააგენტო ANA, გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალებიю
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის აპრათიმ პალის (ინდოეთი) ნამუშევარი - ბრძოლა სიცოცხლისთვის
დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, პორტალი Russian Photo, პორტალი Photo-study.ru.