თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ნევადაში UFC 303-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი ენტონი სმიტი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
სამრაუნდიან ორთაბრძოლაში დოლიძის უპირატესობა აშკარა იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეტოქე (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.
დაპირისპირება დოლიძის სრული უპირატეაობით წარიმართა და 15-წუთიან ორთაბრძოლაში მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამერიკელმა MMA-ში მე-16 ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც მეშვიდე მარცხი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა ეს დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გამართა და ამ დივიზონში რეიტინგის მეათე საფეხურზე აინაცვლებს.
35 წლის მებრძოლის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა. მან უშუალოდ UFC-ში მეათე საიუბილეო ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.