თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ესპანეთთან დაგეგმილ მატჩი ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„ამაყი ვარ და გაოცებულიც, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი ზედიზედ სამჯერ ასეთ კარგ თამაშს. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. არაფერი გვაქვს დასაკარგი, მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთანაც“,- განაცხადა სანიოლიმ.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.