თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.