თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო წონამ 115,64 გრამი შეადგინა, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 25.444,84 ლარი.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.