ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა - ეს ქართველი ცენტრალური ფორვარდის მეორე გოლია ევრო 2024-ზე. პირველი გოლი მიქაუტაძემ თურქეთს 18 ივნისს გაუტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.