თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ უაზროა და ოპოზიცია კარგავს შანსს გამოიყენოს იგი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ, განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების უმეტესობა და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ მონაწილეობენ შეხვედრებსა და პროექტების განხილვაში. ამასობაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ახალი საკონსტიტუციო კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე ცვლილებები.
„არც ერთ კითხვაზე, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, პასუხი არ არსებობს. არ არსებობს ამ "პრობლემის" ადმინისტრირების ტექნიკური შესაძლებლობები. უბრალოდ, უაზრობაა, ყველა გაგებით. არ მესმის რატომ გაურბიან ამას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომ ეს გამოიყენოს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება.
გარდა ამისა, 17 საკანონმდებლო დონეზე გამოცხადდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხერხდება ვერც კონსტიტუციური კანონის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და ვერც ამ კანონთან დაკავშირებული საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიღება. კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის წევრთა 3/4-ის მხარდაჭერაა საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობა, რომელშიც შედის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ხალხის ძალა“, წარმოდგენილია 83 დეპუტატით. პარლამენტში ამჟამად 139 დეპუტატია.
რაც შეეხება გამომდინარე კანონებს, მათი მიღებისთვის საპარლამენტო უმრავლესობის ხმები საკმარისია.