თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მაწანწალა კატის მოკვლისთვის ქართველი კაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი გუშინ, 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ ქართველი მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მივიდა, სადაც ის დააკავეს კიდეც.
33 წლის კაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით აღიძრა და სალონიკის სასამართლოს გადაეცა.