თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილე ჰყავს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.
გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
ცაგარეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.
2017-2018 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.