თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ერევნიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი მოძრაობას 24 ივნისიდან დაიწყებს, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
„24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მატარებელი 1 ოქტომბრამდე, ყოველ მეორე დღეს, იმოძრავებს. ზაფხულის პერიოდში გაუქმდა ერევანი–თბილისი–ერევნის მარშრუტით მოძრავი მატარებელი, რადგან თბილისამდე მგზავრობა ბათუმის მატარებლითაა შესაძლებელი, განმარტეს კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით რკინიგზა 25 მაისს ჩრდილოეთ სომხეთში უამინდობის გამო დაზიანდა. 14 ივნისს შესაძლებელი გახდა ლიანდაგის აღდგენა, 15-ში კი საქართველოდან პირველი საკონტეინერო მატარებელი გავიდა.