თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, გორკის, ბოჭორიძის, აჯამეთის, კანკავას, ჩიქობავას, როსტომაშვილის, ჯავახიშვილის, ბენაშვილის, იაროსლავის, ვეძათხევის, არაგვისპირელის, ემილ ვერჰარნის, ოსიაურის, ბოჭორმის, გრანელის, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების, ახალციხის, ლენტეხის, მამარდაშვილის, ჩერქეზიშვილის და გოცირიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, გეგეჭკორის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვაშლიჯვრის დასახლების, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის, ინტენსიფიკაციის, პეტრიწის, ბალანჩინის, იყალთოს და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, დიმიტრი ყიფიანის, მესხის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ტყავის, შარდენის, სიონის, ჰოვანეს თუმანიანის, ქუმსიაშვილის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.