სახელმწიფო ღვინის პოპულარიზაციაზე გაწეულ ხარჯებს ახლებურად დაფარავს

ადრე, ანაზღაურება ხდებოდა რეგიონის მიუხედავად, თუ ღვინის ექსპორტი ერთ წელიწადში აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო მარკეტინგული ხარჯები უფრო მაღალი იყო.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო ქართული ღვინის ექსპორტიორებსა და მწარმოებლებს დაუფარავს ხარჯებს მარკეტინგული კამპანიისთვის, თუ ისინი გაყიდიან მას მინიმუმ ორ რეგიონში, გარდა სუამისა და დსთ-ს ქვეყნებისა. პროგრამაში ცვლილებები ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შევიდა.
ადრე, ანაზღაურება ხდებოდა რეგიონის მიუხედავად, თუ ღვინის ექსპორტი ერთ წელიწადში აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს, ხოლო მარკეტინგული ხარჯები უფრო მაღალი იყო.
ახალი წესების მიხედვით, ექსპორტიორები და მწარმოებლები, რომლებიც აჭარბებენ ექსპორტსა და მარკეტინგულ ხარჯებს, კომპენსაციას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღვინო გაიყიდება ყველა რეგიონში ან მათ მიერ არჩეულ მინიმუმ ორ რეგიონში.
ამავდროულად, საექსპორტო რეგიონებად განიხილება მხოლოდ ევროპის, აზიის, აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის კონკრეტული ქვეყნები. დსთ-სა და სუამ-ში შემავალ ქვეყნებში ექსპორტისა და მარკეტინგის ხარჯებს სახელმწიფო არ ანაზღაურებს.
„საქსტატის" ცნობით, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში საქართველომ ჯამში 125 მილიონი დოლარის ღირებულების 44,7 ათასი ტონა ნატურალური ღვინო (2ლ ნაკლები მოცულობის ბოთლებით) გაიტანა.
გასულ წელს, ამავე პერიოდში, საქართველომ 76,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 ლიტრზე ნაკლები მოცულობის ბოთლებით 26,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გაიტანა.
ღვინის ძირითადი მყიდველები არიან რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ჩინეთი. ამასთან, ოთხი თვის განმავლობაში რუსეთში 98,9 მილიონი დოლარის ღირებულების 36,8 ათასი ტონა ღვინო იქნა ექსპორტირებული.