მკვლელობა კუკიაზე: პროკურატურამ 62 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 13 ივნისს თბილისში, კუკიის დასახლებაში მოხდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, 62 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა