თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თანხის სანაცვლოდ ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშის გაცემისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი ადამიანია მიცემული, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტესტირების ჩატარების პროცესში, ოფიციალურად დადგენილი გადასახადის გარდა, მოქალაქეს დამატებით მოსთხოვეს და გამოართვეს 250 ლარი, რომლის სანაცვლოდაც, ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.