თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, სანაპიროს, ვეკუას, ბარათაშვილის, მტკვრის და დადიანის (ფონიჭალა) ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას, მეფრინველეთა, ჭირნახულის, ქიზიყის, გუჯეჯიანის, იგოეთის, ქებურიას, კაცხის, ბერიძის, კაჭარავას, თოფურიძე ვალენტინის, შანშიაშვილის, ლოლაძის, ანდრიაძის, შიუკაშვილის, დევდარიანის, ევროპის, ახვლედიანის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების
დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.