თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 10 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბენდელიანის, მოლოკოვის, ცისარტყელის, ჯავის, ქუთათელაძის, პეტრე გრუზინსკის, კოკინაკის, ზედაზნის, დიდი ჯიხაიშის, გარდაფხაძის, ტრაქტორის, ჭყონდიდიელის, მოლითის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ნავთლიღი-2 დასახლების, გრიგორაშვილის, იების, თურაშვილის, ველის, ქვილითაიას, ფრონეს, გუგუშვილის, ჭიჭინაძის, სავანის, წურწუმიას, გურჯიევის, გვაზავას, აფხაზის, ალექსიძის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის და გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე არჩილის, სულხან ცინცაძის, ალექსიძის, უნივერსიტეტის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, ჟვანიას და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.