დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 9 ივნისია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დილით რთული იქნება აზრების მოკრება და თავის იძულება, რომ საქმიანობა დაიწყოთ. პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის ნაცვლად ბევრი ოცნებებს მიეცემა მშვენიერ მომავალზე. ვინც მოქმედებას დაიწყებს, წარმატებაც მას ელოდება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები.
ვერძი: საქმე იმაზე მეტი აღმოჩნდება, ვიდრე ელოდებოდით. შესაძლოა, რომელიმეს სამომავლოდ გადადება მოგიწიოთ. პრიორიტეტებს სწორად განალაგებთ და ეცდებით, დრო ფუჭად არ დაკარგოთ. არ გაწყენდათ საკუთარი ხარჯების შემოწმება. საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ფულს დათვლა უყვარს. თანხის გონივრული გადანაწილება საშუალებას მოგცემთ, გარკვეული ფული მოიტოვოთ სასურველი შენაძენისთვის და თავი აარიდოთ არასაჭირო ხარჯებს.
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: ყურადღება მიაქციეთ განწყობას. სამწუხაროდ, დღეს ადვილია ნეგატიურ ემოციებზე აყოლა. ეძებეთ სიხარულის საბაბი – ის იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იგივე შეიძლება ითქვას ახალ შესაძლებლობებზე – აქ მარტო დაკვირვება და დანახვა არაა საკმარისი, შემოქმედებითი დამოკიდებულებაც საჭიროა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. ასევე ხელსაყრელი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.
ტყუპი: საჭიროა კატეგორიულობა, რომლის წყალობითაც ხშირად აღწევთ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა ვერ მიაღწიეს. შესაძლებელია რამე უჩვეულო შემთხვევები, მოვლენები, რომლებიც საინტერესო აზრებს გაგიჩენთ. ზოგიერთი თქვენგანი სასარგებლო რჩევებს მიიღებს. კარგად და დაკვირვებით შეარჩიეთ მოკავშირეები – ვინც დახმარებას შემოგთავაზებთ, ყველას ნდობა არ შეიძლება. თუ ატყობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღება გაღიზიანებთ, მაშინ სცადეთ სერიოზული საქმეების სამომავლოდ გადადება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი: დღე მშფოთვარედ დაიწყება. გიჭირთ აზრების მოკრება და პრიორიტეტების განაწილება. ხან ერთ საქმეს ეჭიდებით და ხან – მეორეს. მოგვიანებით დადებითი ტენდენციები მომძლავრდება და თქვენი წარმატების შანსებიც გაიზრდება. ერთი რამ გაითვალისწინეთ – დღეს ოცნებების ღრუბლებში ცურვამ შეიძლება გაგიტაცოთ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ რეალობას არ მოწყდეთ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის – აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ
ლომი: ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი გექნებათ. შეიძლება გამოჩნდეს სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე, მოგიწიოთ სხვისი შეცდომების გამოსწორება, სხვისი დაწყებული საქმის დასრულება. ამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დასვენება თქვენც გჭირდებათ – არ გადაიღალოთ, საქმეებს შუა მცირე პაუზები გააკეთეთ. დღის მეორე ნახევარში წაგადგებათ გარემოს შეცვლა და ცხოვრებაში რამე მრავალფეროვნების შეტანა – ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. აჯობებს, თუ დილითვე გაანაწილებთ მიზნებსა და პრიორიტეტებს, რათა წვრილმანებზე ბევრი დრო არ დახარჯოთ. დღის მეორე ნახევარში, არაა გამორიცხული, რაღაც თანხა მიიღოთ. კარგი დროა გარიგებების დასადებათ, როდესაც საქმე ფინანსებს ეხება, ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ.საღამო შეყვარებული ქალწულებისთვის ძალზე კარგი დროა – სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
სასწორი: მუშაობისთვის შესანიშნავი დღეა. არ გამოჩნდება ისეთი საქმე, რომელსაც თავს ვერ გაართმევთ. ვარსკვლავები მხარს გიჭერენ, ამიტომ აჯობებს, თუ რამე სერიოზულსა და მნიშვნელოვანს შეეჭიდებით. არ არის გამორიცხული სასიამოვნო მოულოდნელობები, სიურპრიზები. ბევრი თქვენგანი მიიღებს პასუხს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. კარგი დღეა ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ მათთან საერთო ენას.
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: რა მიზნებიც არ უნდა დაისახოთ, გაითვალისწინეთ, რომ მათ მისაღწევად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება უთანხმოებები გარშემომყოფებთან, ხშირად ვერ იკავებთ თავს კრიტიკული შენიშვნების მიცემისგან. ეცადეთ, უფრო მეგობრული იყოთ. იქნება სასიამოვნო მომენტებიც – იღბლიანი თანხვედრები, მოულოდნელი შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული სიურპრიზებიც არაა გამორიცხული.
მშვილდოსანი: არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს უთანხმოებებსა და კამათს გადააწყდით. გარშემომყოფები ყოველთვის ვერ აფასებენ თქვენს იდეებსა და წინადადებებს. ადამიანები, ვინც დახმარებას დაგპირდნენ, ხანდახან არ ასრულებენ დანაპირებს. ეს ადვილი არაა, მაგრამ თქვენ მაინც აკეთებთ საქმეს და დიდი ალბათობით, შესანიშნავ შედეგებსაც მიიღებთ. წარმატებული დღეა ფინანსური თვალსაზრისით – არაა გამორიცხული თანხის მიღება და მომგებიანი გარიგებები.
თხის რქა: დღე შესანიშნავად დაიწყება. სწორედ ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ საპასუხისმგებლო შეხვედრები და მნიშვნელოვანი საქმეები. ადვილად გაუმკლავდებით რთულ ამოცანებს. მოგვიანებით დადებითი ტენდენციების გავლენა შესუსტდება და მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ დასახული მიზნების მისაღწევად. მოსალოდნელია სირთულეები იქ, სადაც სხვა ადამიანებთან თანამშრომლობაა საჭირო, გიჭირთ საერთო ენის გამონახვა. არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ეს ყველას განაიარაღებს.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მერწყული: დღე რთულად დაიწყება, რაღაც მოულოდნელი მოვლენები შეიძლება მოხდეს, რის გამოც გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობები დიდ სიხარულს არ განიჭებთ. კარგი ისაა, რომ ასეთი არასასიამოვნო პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. ეცადეთ, ისინი ხელიდან არ გაუშვათ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით მეტი შანსი გაქვთ წარმატებების მიღწევის.
თევზები: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება კამათის თავიდან აცილება. მოგეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფნი სპეციალურად გიწყობენ პროვოცირებას, რომ წონასწორობა დაგაკარგვინონ. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წვრილმანებს ეხება და სერიოზული არაფერია. მოგვიანებით კომპრომისს მიაღწევთ, მანამდე კი ეცადეთ, ეს ყველაფერი იუმორით აღიქვათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ინფორმაცია გელოდებათ, რომელიც ან მუშაობას, ან პირად ცხოვრებას ეხება – ეს ძალიან გაგახარებთ.