თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე მომხდარი თავდასხმა დაგმო.
წინა საღამოს, კოპენჰაგენის ცენტრში უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს. აღნიშნულია, რომ ფრედერიკსენი "შოკირებულია" მომხდარით. მამაკაცი, რომელიც მას თავს დაესხა, დააკავეს.
„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
მომხდარს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელიც. სოციალურ ქსელ X-ზე მან დაგმო თავდასხმა და უწოდა მას „აგრესიის ლაჩრული აქტი".
სამი კვირის წინ კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრეს.