თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცს საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში მოხდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არაა.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი“