მილიონობით ლარის გადასახადს თავი აარიდა: ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 3 მლნ ლარზე მეტის გადახდისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რის შედეგადაც მან 2014-2018 წლებში განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3.098.967 ლარს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - პროკურატურა