მეწყერები, ხანძრები და სხვა გამოწვევები - რას აკეთებს ხელისუფლება სტიქიებთან საბრძოლველად

საქართველოში არსებულ 18 მეწყერსაშიშ ზონაში გეოლოგიური მონიტორინგის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო მთელი რიგი ღონისძიებები საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის ეფექტურობის გასაძლიერებლად, მათ შორის მეხანძრე მაშველების რაოდენობის გაზრდის, გეოლოგიური მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების და სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის კუთხით.
მთავრობის მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 მაისამდე პერიოდში გაწეული მუშაობის დეტალები წარმოდგენილია პარლამენტში გაგზავნილ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში.
2023 წლის დეკემბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სახანძრო-სამაშველო პერსონალი 300 კაცით გაზარდოს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში დაინერგა სწავლის საერთაშორისო სტანდარტი და ახლა ამ სტანდარტის შესაბამისად პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება მიმდინარეობს.
პარალელურად, სტიქიური უბედურებების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება.
ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 215 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და პუნქტი, რომელთაგან 66 ჰიდროლოგიური დაკვირვებითაა დაკავებული.
რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია? შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნამ მითები გააქარწყლა >>
საქართველოში არსებულ 18 მეწყერსაშიშ ზონაში გეოლოგიური მონიტორინგის თანამედროვე სისტემები დამონტაჟდა.
ჰიდრომეტეოროლოგიური რისკის რუკებზე მუშაობა დასრულებულია და დასასრულს უახლოვდება გეოლოგიური რისკის რუკებზე მუშაობა.
საქართველოში ასევე მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების მეთვალყურეობის ელექტრონული სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები შემუშავებულია თბილისში, სენაკში, სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, სიღნაღში, ლაგოდეხში, თელავში, გორსა და ქობულეთში.
კახეთის რეგიონში, ტყის ხანძრებთან ეფექტური ბრძოლისთვის შენდება წყლის სამი რეზერვუარი, ტყის ხანძრის ჩასაქრობად შეძენილია დამატებითი აღჭურვილობა და სპეციალური მაღალეფექტური ტუმბოები.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დამატებით 31 სახანძრო მანქანას შეიძენენ.