თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 55 წლის მამაკაცი საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი-პუნქტი „კარწახის“ გავლით, საქართველოდან თურქეთში 27 წლის მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.