თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
2024 წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
გამოცდების დეტალური განრიგი:
ქართული ენა და ლიტერატურა
3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
5 ივლისი (პირველი სესია)
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა
4 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა
უცხო ენა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
10 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა
10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)
11 ივლისი (მეორე სესია)
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)
11 ივლისი (მეორე სესია)
მათემატიკა
12 ივლისი (პირველი სესია)
ისტორია
15 ივლისი (პირველი სესია)
16 ივლისი (პირველი სესია)
ქიმია
16ივლისი (მეორე სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
18 ივლისი (პირველი სესია)
ბიოლოგია
19 ივლისი (მეორე სესია)
სამოქალაქო განათლება
23 ივლისი (მეორე სესია)
გეოგრაფია
24 ივლისი (პირველი სესია)
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია)
ფიზიკა
26 ივლისი (пპირველი სესია)
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
5 ივლისი (მეორე სესია).
ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე 10 ათასზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 18,9 ათასზე მეტი აპლიკანტი.
გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
გამოცდის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. 20 ივნისის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იგი საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდოს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.