თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, ნინოშვილის, დგებუაძის, ჩუბინაშვილის, უზნაძის, მარჯანიშვილის, თვალჭრელიძის, ტოვსტონოგოვის, ოცდაექვსი მაისის, ივანი ჯავახიშვილის, დავით კლდიაშვილის, კონსტიტუციის, გია ყანჩელის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, სანაპიროს, სანკტ-პეტერბურგის, აჭარის, აგარის, სარკინეთის, ზაზიშვილის და მარუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.