ინტერნეტი ბიზნესისთვის – საქართველოში საწარმოების 70% სოცქსელებს არ იყენებს

ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კომპანიების 28,7%-ს აქვს განთავსებული, ნათქვამია კვლევაში
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2023 წელს საქართველოში საწარმოების მხოლოდ 29,6%-მა ისარგებლა სხვადასხვა სოციალური ქსელებით, ინტერნეტთან წვდომა კი აქვს კომპანიების 94,4%-ს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, საწარმოების 61,2%-ს ჰქონდა ორენოვანი ვებგვერდი, რომელზეც 77%-ს განთავსებული აქვს პროდუქტის აღწერა, 35,5%-ს - საქონლის შეკვეთის ან შეძენის შესაძლებლობა, 32,1%-ს მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის ჩატის სერვისი (ჩატბოტი, ვირტუალური აგენტი ან პირი, რომელიც პასუხობს მომხმარებლებს), 31,8%-ს - განთავსებული შეკვეთების თვალისდევნება, ხოლო 21,9% - საქონლის პარამეტრების ცვლილება.
ამასთან ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ კომპანიების 28,7%-ს აქვს განთავსებული.
2023 წელს საწარმოების ძირითადმა ნაწილმა ისარგებლა 10-დან 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ ქვეყანაში ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაბალი მოთხოვნა და სპეციალისტების ნაკლებობა დაასახელა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 600-ზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიას, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს და მსხვილ სუპერმარკეტების ქსელებს.