თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს უცნობი პირები თავს დაესხნენ, იტყობინება პარტიის პრესსამსახური.
პარტიის ცნობით, თავდასხმა ღამით მოხდა. ხელკეტებით შეიარაღებულმა დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს პარტიის შენობის ფასადი, ჩაამტვრიეს მინები და ტექნიკა დააზიანეს.
პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ პარტიის წევრებს.
წინა დღეს სხვა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფასადებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.