როგორ იმუშავებს ხვალიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები იცვლება.
Sputnik
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
„იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადადის ზაფხულის სამუშაო განრიგზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
საბაგირო 1 ივნისიდან მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
გარდა ამისა, თბილისში ასევე ფუნქციონირებს კუს ტბის და ბაგების საბაგირო.