გარდაიცვალა მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე

გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის სარალიძე დიდი ხნის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.
ტრისტან სარალიძე 1955 წლის 5 მაისს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი.
მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ.
გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.
სარალძეს 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.