საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლას უვიზოდ შეძლებენ, ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საქართველოს მოქმედ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ ჩინეთის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებული არიან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.