თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოლიკაურის, მეორე ხეივნის, იოსებ გრიშაშვილის, საბატონოს, ვლადიმერ წითლანაძის, დიმიტრი გულიას, რევაზ სირაძის, დიდი ხეივნის, ბადაგის, უსახელოურის, ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), დათუაშვილის, მელიტონ ქანთარიას, ალექსანდრე ბანძელაძის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, ხომლის, შალვა ნუცუბიძის, ზარწემის, ქვემო აჟარის, ანდრო ჭილაიას, ლევან ჩარკვიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, კონსტანტინე კაპანელის და უჩა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახელების (ნაწილობრივ), რკინიგზის, ალექსი შიუკაშვილის, ბორის ბერიძის, სერგო გუჯეჯიანის, ჟორესის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პეტრე სურგულაძის, პოლიციის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.