თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა სოფელ კორცხელში გუშინ ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა 61 წლის ქალს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ იგი გამთენიისას დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.