ავარია რაჭაში მსხვერპლით დამთავრდა

ავარიაში ამბროლაური-თბილისის მიკროავტობუსი მოყვა
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა რაჭაში მომხდარი ავარიის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის ხაზზე მუშაობდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.