ქართული საზოგადოება გაიგებს სიმართლეს - „ოცნების“ გენმდივანი ოპოზიციის გაერთიანებაზე

თუ ოპოზიციური პარტიები ერთიან პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თუ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების წინ გაერთიანდება, საზოგადოება გაიგებს სიმართლეს, ვინ რომელ პარტიას ეკუთვნის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“ და „დროა“), რომელთაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ, არჩევნების წინ გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

„თუ ოპოზიციური პარტიები ერთიან პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ადრეც ვთქვით, რომ ისინი ერთნი არიან. მათ შეიძლება შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ არსებითად ისინი ერთიანები არიან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ისინი“, - განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი და ირიბი წარმომადგენლების გაერთიანების შესახებ განცხადება პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმაც გააკეთა.
„ერთიანი სია - ძალიან კარგი იდეაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. მოვუწოდებთ ყველა „ნაცს" და თითქმის „ნაცებს" გაერთიანდნენ „ნაცებში". მაგრამ შეიძლება იყოს „ნაცების" ორი გაერთიანება ან მსგავსი რამ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ გაერთიანებას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, მსგავსი გაერთიანებები ასახავს ქვეყანაში არსებულ სრულ სურათს, რომლის მიხედვითაც საქართველოში არიან „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „გირჩის“ წარმომადგენლები.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს პირველად აირჩევენ ახალი სისტემით: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. ლიდერობას „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს, მეორე ადგილზეა დიდი სხვაობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".