თბილისი, 21 მაისი — Sputnik. 2024 წლის აპრილში საქართველოში გათხევადებული აირების (LNG) იმპორტი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, 99,6% რუსეთიდან შემოვიდა, ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კავშირის მონაცემებით, გასულ თვეში გათხევადებული აირების იმპორტმა 11,01 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილთან შედარებით 282,2%-ით მეტია. რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 10,97 ათასი ტონა LNG.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში თითქმის სამჯერ გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი.
„აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით ანუ 170,9-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით", - ნათქვამია განცხადებაში.
აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან - 10,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 68,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 4,1 ათასი ტონა (27,5%); თურქმენეთი - 0,3 ათასი ტონა (2%); თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (1,3%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,7%);
რუსეთი არის საქართველოს ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარი-აპრილში საქართველოში 422,6 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც 32,8%-ით ნაკლებია 2023 წლის ოთხი თვის მაჩვენებელზე. რუსეთიდან 183,8 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 13,5%-ით ნაკლებია გასული წლის იანვარი-აპრილის მონაცემებზე.