თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, თრიალეთის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის, ხახანაშვილის, კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელოიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ლეონიძის, გორგასალის და მეფე სოლომონის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, ოთხი ათასი მესხის, მელიქ-სურხავის, მირიან მეფის, როსტევანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, თამარაშვილის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, დოლიძის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების
დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.