სისხლიანი გარჩევა: 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სენაკში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე 21 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია ჯუწყების მიერ გავრცელებულ ინფომაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბრალდებულსა და მის მეგობრებს კონფლიქტი მოუვიდათ 26 წლის ახალგაზრდასთან და მის მეგობრებთან. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ბრალდებულმა ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა.
ახალგაზრდა მამაკაცი მიღებული ჭრილობების შედეგად კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.