პარაძიუდო: თბილისის გრან-პრიზე დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს

ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს, იუწყება „პირველი არხი".
თბილისის გრან-პრიმ პარაძიუდოში სტარტი გუშინ აიღო. ტურნირი პარიზის 2024 წლის შემაჯამებელი სალიცენზიო შეჯიბრია. ასეთი მასშტაბური ტურნირი (400 დელეგატი) პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში საქართველოში პირველად იმართება.
ტურნირზე მედლების მოპოვებას რევაზ ჩიკოიძე (+90კგ), ზვიად გოგოჭური (-90კგ), ბაჩუკი შელია (-90კგ), საბა ბაღდავაძე (-90კგ), გიორგი ბერიძე (-90კგ) და რამინი ყიფშიძე (+90კგ) შეეცდებიან.
გუშინ, ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ზურაბ ზურაბიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბრაზილიელ ტიაგო და სილვას სძლია, გიორგი ქალდანმა კი ოლიმპიური ჩემპიონი, უზბეკი ფერუზ საიდოვი დაამარცხა.
ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.