თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ჩინეთი გეგმავს საქართველოში ჩინური წარმოების მანქანების ბაზრობის გახსნას, განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის ელჩმა ქვეყანაში ჭოუ ციენგმა.
ელჩის ინფორმაციით, ბევრი ჩინური კომპანია არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციებით.
„ვგეგმავთ მანქანების ბაზრობის მოწყობას საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.
დიპლომატს გაუჭირდა ავტობაზრობის გახსნის ზუსტი თარიღის დასახელება, მაგრამ ივარაუდა, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში 30 დღემდე ვადით დარჩნენ. 2023 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48.304 სტუმარი ეწვია, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს China Southern Airlines-მა საქართველოში 31.258 მგზავრი გადაიყვანა.