ქობულეთში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ქობულეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის დაკვეთით სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაოების შესრულების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.