თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე გაიმართა.
ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.