პოლიციამ პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ორი ახალგაზრდა დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულთაგან ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
სამშაბათს, 14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრშ8ი დარეგისტრირებასა და დეკლარაციის ყოველწლიურად შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.