თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების, ლევან ღოღობერიძის, სერგი სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, მერაბ ნიქაბაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის და ბერუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზრის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.