თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.
„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ უკვე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით სპეციალური საშუალებები გამოიყენა და სიტუაციის ექსკალაციის შემთხვევაში მას განმეორებით გამოიყენებს.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობა შემოსაზღვრულია სამართალდამცველების ცოცხალი ჯაჭვით, აქციის მონაწილეები კი რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან. მიმდინარეობს აქციის მონაწილეები დაკავებები.
ამ წუთებში ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი ზომების გატარების შესახებ, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.