რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 805,1 ათასი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 841 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 49,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 22,1%-ით გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
2024 წლის პირველ კვარტალში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 2,5 ათასი ნებართვა გასცეს.
2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი 37%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 74,3% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.