საქართველოში იზრდება სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახსნილი საქმეების რაოდენობა 48-დან 62%-მდე გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 66%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
უწყების ცნობით, 2024 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა 146 მსგავსი დანაშაული - 2023 წლის პირველ კვარტალში დანაშაულის მაჩვენებელი იყო 88.
ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 77,8%-ით გაიზარდა და სამ თვეში 48 შემთხვევა შეადგინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახსნილი საქმეების რაოდენობა 48-დან 62%-მდე გაიზარდა.
2024 წლის პირველ სამ თვეში სექსუალური დანაშაულისთვის ბრალდებულთა რიცხვმა 90 შეადგინა. ამასთან, 2024 წლის პირველ კვარტალში სამართალდამცავებმა მხოლოდ გაუპატიურებისთვის ბრალი 28 ადამიანს წაუყენეს.
1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში გაუპატიურების მსხვერპლად 30 ადამიანი იქნა აღიარებული, მათგან 10 არასრულწლოვანი იყო.