რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები

დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის მარტში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 2,9 ათასი ბინა შეადგინა. ამასთან, მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირველად ბაზარზე ბინების ფასი 15,1%-ით გაიზარდა, მეორადი ბინების ფასი კი 2,7%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა დიდ დიღომში, საბურთალოზე და გლდანში, ხოლო ვაკეში, ჩუღურეთსა და მთაწმინდაზე გაყიდვები ყველაზე დაბალია.
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მარტის თვეში ბაზრის მოცულობა წელიწადში 8,4%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.